logo
ENG



მარნეულის ხმები - ეთნიკური უმცირესობები, რომლებსაც მხოლოდ წინასაარჩევნოდ იხსენებენ 

31 მაი 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ: აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების მიხედვით. თუმცა რას ნიშნავს ფურცელზე დაწერილი თუნდაც უზენაესი კანონი, თუ მას სახელმწიფო სისრულეში არ მოიყვანს?

ფაქტია, დღემდე ბუნდოვანია - და შეგვიძლია ვთქვათ, არაეფექტური - სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ამის მიზეზი ისიც არის, რომ ამ პოლიტიკას ისე ვქმნით და ვახორციელებთ, რომ იმ ადამიანებს იშვიათად ვუსმენთ, რომელთაც  გადაწყვეტილებები და შედეგები უშუალოდ უნდა შეეხოთ.

მედიის უმეტესობასაც ისინი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა რაიმე კონფლიქტი წამოყოფს თავს, ან კრიმინალური შემთხვევა ხდება, მთავრობებს კი უმეტესად მაშინ, როცა მათი საარჩევნო ხმები ბითუმად სჭირდებათ, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ამ ეთნიკური თემების სტიგმატიზაციას და გაუცხოების ზრდას.

რას ფიქრობენ სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე და რას ითხოვენ ისინი ქვეყნის სხვა მოქალაქეებისა და სახელმწიფოსგან - ამ კითხვებზე პასუხები „დროების“  სიუჟეტში მოისმინეთ. 


close დახურვა